სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები კახეთში
კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. მდინარე თელავისხევის კალაპოტის გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და თელავის მუნიციპალიტეტის მერი. ამ დროისთვის მდინარე თელავისხევის კალაპოტის 14 კმ-იანი მონაკვეთის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. თელავში 12 ივლისის სტიქიის დროს მდინარე თელავისხევის კალაპოტი ნატანი მასალისგან ჩაიხერგა. კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა. მდინარის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, ასევე მიმდინარეობს გრუნტით ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობა.