სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები კახეთში

12:04, 15.07.2026

თელავში გრძელდება მდინარე თელავისხევის ნაპირგამაგრებითი სამუშაოები – ამ დროისთვის ტექნიკა კალაპოტის პერიმეტრის სამ სხვადასხვა ადგილზე მუშაობს. სტიქიის ეპიცენტრი ქვა-ღორღისგან გაწმენდილია. ქალაქის ამ მონაკვეთის დასუფთავებაში ჩართულია ცოცხალი ძალაც. კვლავ გადაკეტილია ვარდოშვილის ქუჩა, ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების მდგომარეობას სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო სწავლობს.

სტიქიის შედეგად შეფერხებით მიეწოდება სასმელი წყალი სოფლებს: ვარდისუბანს, კისისხევსა და წინანდალს, აღნიშნულ სოფლებში დაწყებულია სათავე ნაგებობების მოწესრიგების პროცესი.

მსგავსი