სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები კახეთში

21:38, 14.07.2026

დაზიანებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დატბორილი ბაღ-ვენახები და განადგურებული მოსავალი – ასეთი კვალი დატოვა თელავის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ და მდინარე კისისხევის ადიდებამ.

სპეციალისტების შეფასებით, ერთ ღამეში თითქმის ერთი თვის განმავლობაში მოსასვლელი ნალექი მოვიდა. კისისხევი, წინანდალი, კონდოლი, კურდღელაური, შალაური-სამივე სოფელში ზარალი მასშტაბურია. ყურძნისა და ერთწლოვანი კულტურების მოსავალი სრულად განადგურდა. ძლიერი სტიქიის გამო დაზიანდა სასმელი წყლის სათავე ნაგებობები, რის გამოც ადგილობრივთა ნაწილს სასმელი წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება. გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო, მიმდინარეობს მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოებიც. მძიმე ვითარებაა ქალაქ თელავშიც, სადაც ღვარცოფული მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის შედეგად დაიტბორა ქალაქის ქვედა ნაწილში მდებარე რამდენიმე ქუჩა, დაზიანდა გზები და საკომუნიკაციო ქსელები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს – პროცესში ჩართულები არიან მოხალისეებიც.

მსგავსი