სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები კახეთში
თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ადგილზე მუშაობს სპეციალური ტექნიკა. პროცესში ჩართულები არიან მოხალისეებიც. ამ დროისთვის ქვა-ღორღისგან გაწმენდილია ალაზნის გამზირი, სადაც გუშინ გადაადგილება შეუძლებელი იყო. ნაპირგამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შედეგად ადიდებული ხევი კალაპოტს დაუბრუნდა. მუშაობს სპეციალური ოპერატიული შტაბი, რომელშიც სხვადასხვა სამინისტრო და შესაბამისი უწყებები არიან ჩართული. ადგილზე ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარეც მივიდა.
ჟანა დიდებაშვილი დეტალებით.