სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გურიაში 

21:19, 26.10.2025

გურიაში, გასულ კვირას ნატა ტაბიძე და ზაზა შუკვანი ჩავიდნენ იმის გასარკვევად, როგორ ცხოვრობენ სტიქიის შედეგად დაზარალებულები.

ზამთარი მოახლოვდა და ახლა მათი მთავარი საზრუნავი უსაფრთხო ჭერია. ჭერი, პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან რვა თვის წინ სტიქიამ არაერთი ოჯახი დატოვა ღია ცის ქვეშ რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში. თებერვლიდან მოყოლებული ზარალის ანაზღაურებას ჯერ კიდევ ელოდება 460 ოჯახი. სახელმწიფო რწმუნებული ამბობს, რომ დაზარალებულების სრულად დაკმაყოფილება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, მიზეზი მიყენებული ზიანის მასშტაბი და მისი აღრიცხვის პროცესის ხანგრძლივობაა.

მკაცრი ზამთრის და უსაფრთხო ჭერის მოლოდინში, – რეპორტაჟი გურიიდან.

მსგავსი