სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ბაღდათში
ბაღდათში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის გაწმენდილია გზები, ეზოები და ხიდები, მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ელექტროენერგია სრულად მიეწოდება მოსახლეობას. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, დარჩენილია დაახლოებით 500-მდე აბონენტი და მათ გაზმომარაგება დღის განმავლობაში ეტაპობრივად აღუდგებათ.
შეგახსენებთ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საავტომობილო გზები, სოფლებში მიწის მასები და ქვა-ღორღი ჩამოიშალა. პარალელურად, მიმდინარეობს ზარალის აღწერა.