სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ახმეტაში
ახმეტაში ღამით მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიასთან შექმნილია კომისია, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ზარალს ითვლის. ამ დროის მონაცემებით, ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად ახმეტაში დაზიანდა ინფრასტრუქტურა, 50-მდე საცხოვრებელ სახლისა და კომერციული ობიექტების სახურავები. ასევე ქარიშხალმა სახურავი გადახადა ახმეტის კულტურის სახლს, სოფელ ქისტაურში საჯარო სკოლის შენობას და სოფელ მატანში სპორტდარბაზს. ქარმა მოგლიჯა მრავალწლიანი ხეები დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და საყრდენები. ქალაქ ახმეტას ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია, ხარვეზით მუშაობს ინტერნეტი.