სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ქუთაისში

ქუთაისში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების აღდგენა მიმდინარეობს. მოსახლეობას უკვე დაურიგდა თუნუქისა და ხის მასალა.

ძლიერმა ქარმა სახურავის გარეშე დატოვა ნიკეას ქუჩაზე არსებული სოციალური საცხოვრებლის შენობა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მოქალაქეები დროებით სასტუმროებში იქნენ გადაყვანილნი.