სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები

15:28, 31.08.2026

ბაღდათში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სპეციალური კომისია ზარალს ითვლის. უხვმა ნალექმა მუნიციპალიტეტში საგზაო და შიდა საუბნო გზები დააზიანა. დაიტბორა საკუთარი სახლები, ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები. მუნიციპალიტეტის 13 ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანებულია 80-მდე ინფრასტრუქტურული ობიექტი, მათ შორის 11 ხიდი. რამდენიმე სოფელი გარესამყაროს ალტერნატიული გზით უკავშირდება. ელექტროენერგია მუნიციპალიტეტს სრულად  მიეწოდება. ბუნებრივი აირის გარეშე 10 ოჯახია დარჩენილი.

მსგავსი