სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ლენტეხში

12:08, 21.07.2026

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან აქტიურად განახლდა. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა, იწმინდება ცენტრალური საავტომობილო გზა და მიმდებარე ტერიტორია. ამ დროისთვის, გარესამყაროს მოწყვეტილი არც ერთი სოფელი აღარ არის. სოფელ საყდართან მოწყობილია დროებითი შემოვლითი გზა, რაც მოსახლეობის გადაადგილების საშუალებას აძლევს. დღეს სტიქიის ზონაში გეოლოგები იმუშავებენ, რომლებიც ტერიტორიას შეისწავლიან და შეაფასებენ არსებულ მდგომარეობას. პარალელურად გაგრძელდება სოფელ საყდართან დაზიანებული ხიდის აღდგენითი სამუშაოები.

მსგავსი