სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები კახეთში
თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. დილიდან განაახლა მუშაობა სპეციალურმა ტექნიკამ. ამ დროისთვის ქვა-ღორღისგან გაწმენდილია ალაზნის გამზირი, სადაც გუშინ გადაადგილება შეუძლებელი იყო. ნაპირგამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შედეგად ადიდებული ხევი კალაპოტს დაუბრუნდა, საგრძნობლად დაიწია წყლის დონემ და მდინარის გადმოსვლის საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს.
წყალდიდობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა თელავის ნაწილს. განადგურებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, დაზიანდა კერძო და სახელმწიფო ობიექტები. სპეციალური კომისია ზარალს ითვლის. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების პრიორიტეტებს ოპერატიული შტაბი განსაზღვრავს, რომელშიც სხვადასხვა სამინისტრო და შესაბამისი უწყებები არიან ჩართული.
ჟანა დიდებაშვილი დეტალებით.