სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები
გურიაში დიდთოვლობით გამოწვეული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულებულია. ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებთან დამაკავშირებელი გზის გახსნა, რომელიც დღეს დასრულდა და უკვე ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი გზა სრულად აღდგენილია. ასევე, ინტენსიურად იწმინდება შიდასასოფლო და საუბნო გზები და ეს პროცესიც მალე დასრულდება. რეგიონს შეუფერხებლად მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია. გრძელდება სტიქიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაც.