სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები მესტიაში

მესტიაში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს. დღეს მესტიაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და პრემიერის მრჩეველი სოზარ სუბარი ჩავიდნენ. მათ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სპეციალისტებთან ერთად, ვერტმფრენით დაათვალიერეს სამივე მყინვარი, საიდანაც, შესაძლოა, რაიმე საფრთხე არსებობდეს უხვი ნალექის ან ძლიერი სიცხის დროს.

ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და გარემოს დაცვის გეოლოგები. მათი განცხადებით, სტიქიის განმეორების რისკი ნაკლებია, მაგრამ ზუსტი დასკვნა კვლევის დასრულების შემდეგ დაიდება.

ხელისუფლების წარმომადგენლები დღესვე სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ და „სვანეთი ჰიდროსა“ და წყალმომარაგების სისტემის წარმომადგენლებს და მაშველებს გაესაუბრნენ. ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს.

დატოვე კომენტარი