სტიქიის მე-17 დღე – სამძებრო სამუშაოები შოვში

15:05, 19.08.2023

შოვში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და სამძებრო ღონისძიებები გრძელდება. მაშველები ექვს ადამიანს ეძებენ. ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა და სპეციალური ტექნიკა. დამეწყრილი ტერიტორიის დიდი ნაწილი უკვე დამუშავებულია. რჩება ტერიტორიის რამდენიმე საყურადღებო ფრაგმენტი, სადაც ძებნის ოპერაციები მიმდინარეობს. მათ შორის სამუშაოები გრძელდება მდინარე ჭანჭახისა და რიონის სანაპიროებზე. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 27 ცხედარია ნაპოვნი.

მსგავსი