სტიქიის დროს დაზარალებული სოფელ კურსების მაცხოვრებლები ამ დრომდე სასტუმროებში რჩებიან
სტიქიის დროს დაზარალებული სოფელ კურსების მაცხოვრებლები ამ დრომდე სასტუმროებში რჩებიან. მათი განცხადებით, საყოფაცხოვრებო და სამედიცინო საჭიროებები მოგვარებულია და გეოლოგების საბოლოო დასკვნას ელოდებიან. სასტუმროში 45 ოჯახია გადაყვანილი. მეწყრული პროცესის შედეგად სოფელში დანგრეულია ათზე მეტი სახლი.
შეგახსენებთ, სტიქია ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში 12 მარტს გამთენიისას დაიწყო. მეწყრული პროცესი ამ დრომდე აქტიურია.