სტიქია წალენჯიხაში
უხვმა ნალექმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ხიდბოგირები, მეწყრული პროცესების შედეგად კი ჩაიხერგა სოფლის გზების ნაწილი. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ჯგუფები მუშაობდნენ. პრობლემურ გზებზე მოძრაობა მალევე აღდგა.