სტიქია ვანის მუნიციპალიტეტში

სოფელ გადიდთან მისასვლელი ხიდი ადიდებულმა მდინარემ მთლიანად დააზიანა. ცენტრთან დაკავშირება მხოლოდ ალტერნატიული გზითაა შესაძლებელი. მობილიზებულია სამაშველო სამსახური და ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა სამუშაოების დაწყება ძლიერი წვიმის გამო ვერ ხერხდება.