სტიქია თუშეთში

ფშაველი-აბანო-ომალოს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დილიდან დროებით აკრძალულია.

თუშეთიდან ფშავლის მიმართულებით წამოსული მგზავრების გადმოსაყვანად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის კოორდინაციით  გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ჩარჩენილი 30-მდე მგზავრის უსაფრთხო გადმოყვანის სამაშველო ოპერაცია წარმატებით განხორციელდა. როგორც ცნობილია, უამინდობისა და უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა ხევებმა გზა დააზიანა და მეწყრული პროცესები განვითარდა. საავტომობილო გზის 23- და 25- ე კილომეტრზე ამჟამად კონტრაქტორი კომპანიის ტექნიკაა მობილიზებული, თუმცა მუშაობას უამინდობა აფერხებს. თუშეთის მიმართულებით მოძრაობის აღდგენა მხოლოდ გამოდარების შემდეგ გახდება შესაძლებელი.