მეორე დღეა, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე უამინდობის გამო მოძრაობა აკრძალულია. გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდებულმა ხევებმა დააზიანა გზის სავალი ნაწილი და განვითარდა მეწყრული პროცესები. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, თუმცა, უამინდობის გამო, სამუშაოების დაწყებას ვერ ახერხებს. გუშინ ასევე სამაშველო სამსახურმა 30 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა, რომელიც თუშეთში გზაზე იყო ჩარჩენილი და უკან ვერ ბრუნდებოდა. ორივე მხრიდან ავტომობილების გადაადგილების აკრძალვაზე კონტროლს პოლიცია ახორციელებს.