სტიქია სვანეთში

ზემო სვანეთში, წყალდიდობის სალიკვიდაციო სამუშაოები, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

წაღებული ხიდები, დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა და უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი, – ასეთია წყალდიდობის შედეგები. კვლავ მოქმედებს უსაფრთხოების მაღალი ზომები „მესტიაჭალაჰესი 1“-ის ჰიდროელექტროსადგურთან, რომელსაც ყველაზე დიდი ზიანი მიადგა.

სტიქიის ზონაში მუშაობს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი, – გურამ როგავა მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას.