სტიქია სოფელ გომაროში
ადიგენის სოფელ გომაროში, სტიქიის ზონაში გზა უკვე გაწმენდილია – ტერიტორიაზე მეწყერი ძლიერი წვიმის შედეგად ღამით ჩამოწვა. დაზიანდა ორი საცხოვრებელი სახლი და ავტომობილები. ამ წუთებში ზარალის დათვლა მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში, ვითარების შესწავლის მიზნით, გეოლოგები იმყოფებიან.
შალვა სუმბაძე გვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში.