სტიქია სოფელ გომაროში
ადიგენში, სტიქიის ზონაში ვითარება სტაბილურია, გზები გაწმენდილია. ტექნიკამ მუშაობა უკვე დასრულდა. გეოლოგები ტერიტორიას ორშაბათიდან შეისწავლიან და შესაბამის დასკვნას მოამზადებენ.
სოფელ გომაროში მეწყერმა ორი საცხოვრებელი სახლი და ავტომობილები დააზიანა.