სტიქია სოფელ გომაროში

15:03, 24.07.2026

ადიგენის სოფელ გომაროში, სტიქიის ზონაში ვითარება ამ დროისთვის სტაბილურია. გზები უკვე გაიწმინდა. გეოლოგები მუშაობას ორშაბათიდან დაიწყებენ და შესაბამის დასკვნას მოამზადებენ.

მეწყერმა ორი საცხოვრებელი სახლი და ავტომობილები დააზიანა. ერთ-ერთ დაზარალებულ ოჯახს კომპენსაცია უკვე მიღებული აქვს, მეორე კი დახმარებას შესაბამისი უწყებებისგან ელოდება. ზარალის ზუსტი ოდენობის დასადგენად სპეციალურმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. მეწყერული პროცესები ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია.

 

მსგავსი