სტიქია სიღნაღში

სტიქია სიღნაღში, სოფელ ერისიმედში. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, დატბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფები და ნაკვეთები. დაზარალდა 20 ოჯახი. დატბორილია სოფლის კულტურის სახლი, ამბულატორია და საბავშო ბაღი. დილიდან ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურისა და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც მოსახლეობას წყლის ამოტუმბვით სამუშაოებში ეხმარებიან.