სტიქია საქართველოში

დატბორილი სახლები, ეზოები, განადგურებული ნივთები, ჩაკეტილი გზები და პარალიზებული მოძრაობა.

გადაუღებელმა წვიმამ მთელი ქვეყნის მასშტაბით პრობლემები შექმნა, განსაკუთრებით კი დასავლეთ  საქართველოში. ამ დრომდე რაიონულ ცენტრს მოწვეტილია სამეგრელოს რამდენიმე სოფელი. ასევე რთული ვითარება იყო აჭარაში, ძლიერმა წვიმამ ბათუმის თითქმის ყველა ცენტრალური ქუჩა დატბორა. რაც შეეხება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს, მეწყერის გამო, გზა რამდენიმე ადგილზე ჩაიკეტა თუშეთის მიმართულებით, სეტყვა იყო ახმეტაში.

რა ვითრებაა ამ დროისთვის საქართველოს რეგიონებში და როგორია სინოპტიკოსების პროგნოზი – ჩვენი რეპორტაჟიდან შეიტყობთ.