სტიქია საქართველოს რეგიონებში

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა საქართველოს რამდენიმე რეგიონში.

გააქტიურდა მეწყრული პროცესებიც. გუდამაყრის გზაზე ჩამოწოლილი კლდოვანი მასის გამო ამ დრომდე გარესამყაროს მოწყვეტილი რჩება დუშეთის 22 სოფელი. მეწყერი ჩამოწვა ცაგერში, ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ გზაზე, ასევე აჭარის მაღალმთიან რაიონებში. ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა გზები და საცხოვრებელი სახლების ეზოები. სამაშველო ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო სოფელ ქვახვრელში. მდინარის ადიდების გამო ექვსი მწყემსი ამ დრომდე ე.წ. კუნძულზე რჩება.