სტიქია სამეგრელოში

სტიქია დასავლეთ საქართველოში. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტებში. დატბორილია ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. მთელი ღამის განმავლობაში პრობლემურ ადგილებში შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები მუშაობდნენ. ამჟამად ხორციელდება გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.