სტიქია რეგიონებში

გორი, ქარელი, ხარაგაული, – სტიქიამ სამი რაიონის 10-ზე მეტი სოფელი დააზარალა.

ინტენსიურმა წვიმამ ადგილობრივებს ნათესები და მოსავლის ნაწილი გაუნადგურა, წყალმა სახლების პირველ სართულებზეც შეაღწია. გორის და ქარელის მოსახლეობა სტიქიის მძიმე შედეგებს სანიაღვრე სისტემის გაუმართაობით ხსნის.

უამინდობამ პრობლემები შექმნა ხარაგაულშიც, სადაც გზები დაიტბორა.