სტიქია ქვემო სვანეთში

ლენტეხში სტიქიას ებრძვიან.

უხვი ნალექის შედეგად მუნიციპალიტეტში მდინარეები ადიდდა და სამი ხიდი წაიღო. დაზიანებულია საავტომობილო გზები. გარესამყაროს მოწყვეტილია ხუთი სოფელი და დატბორილია სასოფლო სამეურნეო სავარგულები. მესტიაში გუშინ დაწყებული ძლიერი წვიმა დღესაც გაგრძელდა, რაც სტიქიის ზონაში  სალიკვიდაციო სამუშაოებს აფერხებს. ცუდი ამინდის გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება ზარალის დათვლაც. ვითარებას ართულებს მდინარე ლასკადურაც, რომელიც ნალექის გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა ადიდდეს და მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი დატბოროს.