სტიქია ლენტეხის მუნიციპალიტეტში

სტიქიის შედეგებს  ებრძვიან ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებშიც, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. უკვე აღდგენილია მიმოსვლა ლენტეხი-უშგულის გზაზე, სადაც მსუბუქი ავტომობილებიც გადაადგილდებიან.  ჩაკეტილია კურორტ კაშიჭალასთან მისასვლელი გზა. მოამბის გადამღები ჯგუფი დილიდან მუშაობს ცაგერისა და ლენტეხის   მუნიციპალიტეტებში.

ირმა ჭოლაძის ჩართვა ლენტეხის მუნიციპალიტეტიდან.