სტიქია ლაგოდეხში - მოსახლეობა დახმარების მოლოდინში

სტიქია ლაგოდეხში. უხვმა ნალექმა ოცამდე სოფელი დააზარალა, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, სასოფლო სამეურნეო სავარგულები და სასათბურე მეურნეობები. მდინარეების ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურისა და სანიაღვრე არხების მოუწესრიგებლობის გამო კახეთის ეს მუნიციპალიტეტი არაერთხელ დაზარალდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სტიქიის შემდგომ ლოკალურად გატარებული ღონისძიებები საკმარისი არ არის და სოფლები უხვი ნალექის დროს ხშირად იტბორება. ადგილობრივი ხელისუფლება საპრევენციო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დამატებითი თანხების მობილიზებას ცდილობს. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

ჟანა დიდებაშვილისა და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟი სტიქიის ზონიდან #მოამბერეგიონები