სტიქია ხევსურეთში

მეწყრული პროცესები გააქტიურდა ხევსურეთშიც, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე, სოფელ გიორგიწმინდასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება.  გზის 96-ე კმ-ზე ჩამოსულია მიწის მასა, მეწყერში ერთი ავტომობილი მოყვა, მგზავრები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილები. დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და წვიმის შეწყვეტისთანავე დაიწყება გზის წმენდის სამუშაოები.