სტიქია ხარაგაულში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, მდინარე ძირულა კალაპოტიდან გადმოვიდა და გზა დატბორა. ასევე წყალმა დააზიანა ადგილობრივი მცხოვრების სახნავ-სათესი მიწა, დაახლოებით 300 კვადრატული მეტრი ტერიტორია. მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, სოფლის შიდა გზა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იყო ჩაკეტილი, თუმცა გზა უკვე გაიხსნა. გაწმენდითი სამუშაოები ჩინურმა კომპანიამ, „უჰანმა“ შეასრულა, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ხიდებისა და გვირაბების მშენებლობას აწარმოებს. მერის ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახს ფინანსურ კომპენსაციას სწორედ აღნიშნული კომპანია გადაუხდის.