სტიქია კახეთში

12:01, 12.07.2026

სტიქია თელავში. გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა თელავის ხევმა კავკასიონისა და ალაზნის გამზირების ნაწილი მთლიანად დატბორა. დატბორილია საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, ასევე დაზიანდა ავტომობილები. ქალაქის მასშტაბით დაზიანებულია გაზმომარაგების სისტემა და ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ათასობით აბონენტს ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია არ მიეწოდება. საფრთხის ზონიდან განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია.

მსგავსი