სტიქია კახეთში

სტიქიას ებრძვიან კახეთში. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ალაზანი კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები და ვენახები.

ადიდებულმა მდინარემ დააზიანა ლაგოდეხთან სოფელ ჰერეთისკართან დამაკავშირებელი გზაც, რის გამოც სპეციალური შეზღუდვები მოქმედებს. უხვი ნალექის შედეგად შექმნილ ვითარებას, რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები გაეცნენ. გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა, განსაკუთრებით დიდი ზიანი მიაყენა ლაგოდეხის, ყვარლის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებს. ადგილზე პირველივე დღიდან მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მიმდინარეობს ნაპირგამაგრებითი და კალაპოტის გაფართოების სამუშაოები. ხელისუფლების წარმომადგენლები, შემდგომი გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, ნინოს ხევზე იმყოფებოდნენ სოფელ ველისციხეში დაზიანებული ხიდის და ყვარლის ტერიტორიაზე. აღინიშნა, რომ საჭიროა მასშტაბური ღონისძიებების გატარება, რომელიც ადგილობრივი რესურსით შეუძლებელია და ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას საჭიროებს.