სტიქია კახეთში

18:18, 14.12.2025

ზარალს ითვლიან კახეთში. სტიქიამ რეგიონში რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა, მათ შორის, თელავიც. ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის სახურავები, მოგლეჯილია ხეები. ათასობით აბონენტს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება. ქარიშხალმა რამდენიმე მუნიციპალიტეტი, ყველაზე მეტად, თელავი და საგარეჯო დააზარალა. თელავში, ვანთაში, ვარდისუბანში, კურდღელაურსა და აკურაში, დაახლოებით 15 საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი. ქარმა თელავში მრავალწლოვანი ხეც წააქცია, რომელიც მეშვიდე საჯარო სკოლის შენობას დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სტიქიის ზონაში იმყოფება თელავის მუნიციპალიტეტის მერი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, პირველ ეტაპზე დაზარალებულ ოჯახებს სპეციალური ტენტებით უზრუნველყოფენ, რის შემდეგაც გადაწყდება, რა სახის დამატებითი დახმარება გაეწევათ მათ.

მსგავსი