სტიქია კახეთში

ძლიერი წვიმა და სეტყვა კახეთის რეგიონში.

ცოტა ხნის წინ მოსულმა ნალექმა თელავი და ახმეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. სტიქიის შედეგად განადგურებულია ვენახები, ხეხილის ბაღები, დატბორილია სახლების პირველი სართულები და სარდაფები. შეფერხებული იყო საავტომობილო მოძრაობა. ამ ეტაპზე წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

ჟანა დიდებაშვილი ჩაგვერთვება პირდპირ ეთერში კახეთიდან, ჟანა, რა მდგომარეობაა ამ დროისთვის რეგიონში.

დატოვე კომენტარი