სტიქია კახეთში

გავაზი, კუჭატანი, სანავარდო, გრემი, შაქრიანი, აკურა, ვაზისუბანი, ვაჩნაძიანი, ველისციხე – ეს ის სოფლებია, სადაც გვიან ღამით მოსულმა სეტყვამ მოსავალი თითქმის მთლიანად გაანადგურა. წააქცია მრავალწლოვანი ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. დაზარალებული მოსახლეობა დილიდან ზარალს ითვლის. მოსახლეობის მთავარი საზრუნავი ახლა დაზიანებული ყურძნის ჩაბარებაა, ისინი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.