სტიქია კახეთში

სტიქიისაგან შექმნილი პრობლემების მოგვარებას ცდილობენ კახეთში. დაზარალებულ სოფლებში შიდა საუბნო გზების და მდინარეების ნაპირ-გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. უხვი ნალექის შედეგად მოვარდნილი ღვარცოფი სანიაღვრე არხებმა ვეღარ გაატარა, რის გამოც ლაგოდეხში 10-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და სარდაფი დაიტბორა.

ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე სახლის პირველი სართული დაიტბორა სიღნაღის მუნიციპალიტეტის დაბა წნორშიც.