სტიქია კახეთში

ლაგოდეხში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. უხვი ნალექის შედეგად მდინარე კაბალის შენაკადებიდან გადმოსულმა წყალმა დატბორა სახლების პირველი სართულები და სარდაფები. დახოცილია შინაური ფრინველი. განადგურებულია ვენახები, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურა. მოსახლეობის უმრავლესობას მოსავალი დაზღვეული არ ჰქონია. სტიქიის ზონაშია და ვითარებას ადგილზე ეცნობა მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური.