სტიქია კახეთის რეგიონში

ძლიერმა სეტყვამ და ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. სტიქიამ, რომელიც 10 წუთს გრძელდებოდა, სოფელ ნინიგორში, განათლებაში, გელათსა და ცოდნისკარში მოსახლეობას საკარმიდამო ნაკვეთები, სასოფლო- სამეურნეო მიწები და ვენახები დაუზიანა. ადგილობრივების თქმით, მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობაა, შესაბამისად, სტიქიის შედეგად ახლა მოსავლის გარეშე დარჩნენ.