სტიქია კაბალში

სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან კახეთშიც. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლები – პატარძეული, გიორგიწმინდა, ნინოწმინდა და წყაროსთავი დააზარალა. მნიშვნელოვნად დაზიანდა საკარმიდამო ნაკვეთები და ერთწლიანი კულტურები. სტიქიის შედეგად დაზიანდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი სადენებიც, რის გამოც, ოთხი ათასამდე ოჯახს ელექტროენერგია ამ წუთამდე არ მიეწოდება. მოვარდნილი წყალი ვერ გაატარა სანიაღვრე არხებმა და ეზოებთან ერთად, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებამდე შეაღწია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელშიც. დაზარალდა ქალაქი ლაგოდეხი, პატარა გორი, მსახლგორი, ბაისუბანი და კაბალი. კახეთში ჟანა დიდებაშვილი მუშაობს.

დატოვე კომენტარი