სტიქია გურიაში. დიდთოვლობას მსხვერპლი მოყვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში. დაღუპულია 60 წლამდე მამაკაცი. ურთულესი ვითარებაა რეგიონის მასშტაბით. სოფლების უმეტეს ნაწილში რთული მეტროლოგიური პირობებისა და თოვლის მაღალი საფარის გამო სპეცტექნიკა მისვლას ვერ ახერხებს. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. დაზიანდა სახლები, შეწყვეტილია ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდება, არის სასმელი წყლის პრობლემაც.