სტიქია ფოთში

15:15, 21.09.2025

გადაუღებელმა წვიმამ ინფრასტრუქტურული პრობლემები შექმნა ფოთში. დატბორილია ქუჩები და გადავსებულია სანიაღვრე არხები. მოსახლეობის ნაწილს საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაეტბორა, დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები. ზარალი მიადგა ერთ-ერთ ყვავილების მაღაზიასაც, სადაც თითქმის ყველა ძვირადღირებული მცენარე განადგურდა. ფოთის მერიის განცხადებით, ქალაქში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ამ დროისთვის დაზარალებულთა აღრიცხვა მიმდინარეობს.

მსგავსი