სტიქია ახმეტის მუნიციპალიტეტში

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში, მოსახლეობის კუთვნილი სასოფლო სამეურნეო-ნაკვეთები და სათბურები დაიტბორა.

მოსახლეობა ამბობს, რომ იმ მცირე დიამეტრიანმა მილებმა მდინარის წყალი ვერ გაატარა, რომელიც ხიდის მშენებელმა კომპანიამ  შპს „არალიმ“ ბოლო პერიოდში დაამონტაჟა. ადგილობრივების განცხადებით, ჭარბი ნალექის პირობებში მოსალოდნელი საფრთხეები, კომპანიამ სათანადოდ არ გათვალა და არაკვალიფიციურად მიმდინარე პროექტის შედეგად, ათასობით ლარის ზარალი მიადგათ, რის ანაზღაურებასაც მშენებელი კომპანიისგან ითხოვენ.