სტიქია ახმეტაში

ძლიერმა წვიმამ პანკისის ხეობის რამდენიმე სოფელი დააზარალა. სანიაღვრე არხებმა უხვი ნალექი ვერ გაატარა, რამაც როგორც საცხოვრებელი სახლების ეზოები, ისე საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. სოფელ შუა ხალაწანში ხიდია დაზიანებული. ამ დროისთვის ხეობაში აღარ წვიმს და შესაბამისად, მდინარეებში წყლის დონემ იკლო. დასახლებულ პუნქტებში დატბორვის განმეორების საფრთხე  აღარ არსებობს.