სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტი მეორედ დააზარალა. დასეტყვილია სოფელი ახშანი, ჩაბინაანი, ხოდაშენი და ხორხელი. სტიქია დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ სეტყვას ქარიც ახლდა, რამაც ძირითადად ვენახები და ერთწლოვანი კულტურები დააზიანა. ახმეტის მერიაში აცხადებენ, რომ ზარალის რაოდენობის შესახებ, ინფორმაციის მიღება მიმდინარეობს. დეტალები მოგვიანებით დაზუსტდება.