სტიქია ადიგენის მუნიციპალიტეტში – სოფელ გომაროში ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ღვარცოფულმა მასამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები, ეზოები და ავტომობილები. ამ დროისთვის სპეციალური ტექნიკა მუშაობს და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. დაზარალებული ოჯახები მეზობლებთან არიან გადანაწილებული. სტიქიამ მოსახლეობა ასევე დააზარალა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოყაშიც, სადაც ამ წუთებში პირველი არხის გადამღები ჯგუფი იმყოფება.
შალვა სუმბაძის ჩართვა ადგილიდან.