სტიქია ადიგენის რაიონში

15:15, 22.07.2025

სტიქია ადიგენის მუნიციპალიტეტში. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა სოფელი გომარო და შოყა, მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ეზოები, დახოცილია პირუტყვი, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. დაზარალებულ სოფლებში სპეცტექნიკით გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, პარალელურად სტიქიის ზონაში უკვე იმყოფებოდნენ გეოლოგები და პირველადი რეკომენდაციები გასცეს.

 შალვა სუმბაძის ჩართვა ადგილიდან #მოამბე

მსგავსი