სტიქია ადიგენის მუნიციპალიტეტში
დატბორილი სახლები, დაზიანებული მანქანები, განადგურებული ნათესები და დახოცილი პირუტყვი. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში, გომაროსა და შოყაში სტიქიის შედეგად 15–მდე ოჯახი დაზარალდა. ძლიერ სტიქიას ადგილობრივები მესამე დღეა, მაშველებთან ერთად ებრძვიან. გომაროში ღვარცოფის წარმოქმნის შედეგად, ათამდე ოჯახთან მისასვლელი გზა ამ დრომდე ჩაკეტილია.
მეორე დღეა, ადგილზე მუშაობენ სამაშველო ჯგუფები. ასევე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკაც. დაზარალებული ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, გაყვანილია უსაფრთხო ადგილზე. მერიაში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მუშაობს ზარალის დასადგენად. სტიქიის ზონაში მეორე დღეა, მუშაობენ გეოლოგებიც, რომლებიც დასკვნას ადგილობრივ ხელისუფლებას გადაუგზავნიან.